შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა

“ზაზა მესხის ერთ-ერთი შვილის დაღუპვა დადასტურდა”. ინფორმაციას ამის შესახებ მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს.

“დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი.

მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში”, – წერს დედა

შეგახსენებთ, რომ ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მისი მეუღლის,  ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას არასრულწლოვან შვილს.

მსგავსი თემები