პუტინი დონის როსტოვს ეწვია და სამხედრო შტაბში თათბირი გამართა

18 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში თათბირი გამართა.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვა მაღალი რანგის ოფიცრების ანგარიშები მოისმინა. თუმცა, დონის როსტოვში პუტინის ვიზიტის სხვა დეტალებს, ფოტოებსა და ვიდეომასალას კრემლი არ ავრცელებს.

ცნობისთვის, პუტინმა ბოლოს ასეთი შეხვედრა დონის როსტოვში მარტში გამართა. 23–24 ივნისს კი, დონის როსტოვში მდებარე სამხედრო ობიექტები, მათ შორის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი, “ვაგნერის” დაჯგუფებამ დაიკავა. მას შემდეგ, რაც მისმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი წამოიწყო. თუმცა, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, დაჯგუფების მეთაურმა განაცხადა, რომ “რუსების სისხლს არ დაღვრის” და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა.

მსგავსი თემები