,,რუსეთმა ომი უკვე წააგო”- ბაიდენი

,,რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია”. ამის შესახებ ​აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა,

“რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია,” – თქვა ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ.

ბაიდენმა ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ არის მხოლოდ “ევროპული პრობლემა”.

“წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა. რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები