ნანა ჯანაშიას მეხი დაეცა და გარდაიცვალა

51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია.

ოჯახის ახლობელი მედიას ეუბნება, რომ ჯანაშია მეხის ჩამოვარდნის გამო დაიღუპა. ის ოჯახთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში ისვენებდა.

“ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა”, – ეუბნება “რადიო თავისუფლებას” ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა.

მსგავსი თემები