ელენე ნავერიანის ფილმი ,,შაშვი, შაშვი, მაყვალი” სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი, შაშვი, მაყვალი”, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმი თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით არის გადაღებული.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ეკა ჩავლეიშვილმა კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო.

ფესტივალს ფილმის გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი ელენე ნავერიანი, ეკა ჩავლეიშვილი, ქეთი დანელია და შვეიცარიელი პროდიუსერი ესწრებოდა.

ცნობისთვის, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წელს დაფუძნდა და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია.

მსგავსი თემები