გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალეს

გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათ დახლების გაშლის უფლებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არ აძლევდნენ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. თვითდასაქმებულების პროტესტის გამო, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

“რომ მოვედი არ გამაშლევინეს ტავარი, აიკრძალა სულ ყველაფერი, დღეიდან ვერ ივაჭრებთო. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იდგნენ. ერთი 50 კაცი დამხვდა, არ გამომატანინეს. ჩემმა მოვაჭრეებმა გამოიტანეს კიდე სეტკები და არ დანებდნენ. მოიყვანეს მანქანა და მთელი სეტკები და მაგიდები შეაყარეს. თუ გაშლით, ტავარსაც წაგართმევთო”, – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მსგავსი თემები