ჩერნიგოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ქალაქში 19-დან 21 აგვისტომდე გლოვა გამოცხადდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.

“ყველა, ვინც დრამატულ თეატრში იყო, დროულად ჩავიდა თავშესაფარში. საჰაერო თავდასხმის გამოცხადების შემდეგ, ეროვნული პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ყველა თავშესაფარში შეეყვანათ”, – თქვა მან.

დრამატული თეატრის უკან არის დიდი პარკი, სადაც დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.

მსგავსი თემები