რუსთავში, ჰაერის დაბინძურების გამო, მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს

რუსთავში, ჰაერის დაბინძურების გამო, მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს.

რუსთავის მცხოვრებლები უწყების არაეფექტური მუშაობის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვენ. საქმის წარმოება უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული.

ადგილობრივების ინფორმაციით, საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, საწარმოები ფილტრებს არ აყენებენ, ხოლო სამინისტროს მონიტორინგი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. დაბინძურებული ჰაერი ზიანს მოქალაქეების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აყენებს.

“სარჩელი ძირითადად წაყვანილია მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად ვნერვიულობთ, რომ ჩვენს ძვირფას ადამიანებს, ჩვენს ჯანმრთელობას ადგება ზიანი. მათ შორის, სიმსივნეების კუთხით, შეიძლება იყოს ალერგიები და სხვადასხვა დაავადება, რომელსაც იწვევს ჰაერის დაბინძურება”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი თინათინ მაღედანი.

მსგავსი თემები