შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია. მაშველები, ჯარი და პოლიცია ერთობლივი ძალებით და მძიმე ტექნიკით, უკვე მე-17 დღეა სტიქიის ეპიცენტრში მუშაობენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უკვე გადამოწმებულ ტერიტორიაზე, ასევე მდინარეების კალაპოტებში, ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 კილომეტრზე.

არსებობს ვარაუდი, რომ დაკარგულებს შესაძლოა შლამში ან მდინარეების კალაპოტებში მიაკვლიონ.

მსგავსი თემები