რუსეთის სასამართლომ სახაროვის ცენტრი ლიკვიდირებულად გამოაცხადა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული სარჩელი სახაროვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ცენტრის შემოწმებისას, სავარაუდოდ, გამოვლინდა “კანონმდებლობის სისტემატური უხეში და გამოუსწორებელი დარღვევები”.

​როგორც რუსული “ინტერფაქსი” იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება და თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია იყო.

მსგავსი თემები