სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე ზოლის განადგურებას აპროტესტებენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, 100-საფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდზე, სადაც კედრის ჯიშის ხეები იყო გაშენებული, გაჩეხილია.

არასამთავრობა ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები მწვანე სექტორის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მსგავსი თემები