იტალიაში, ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა

დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგო აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალშობილი 20 წლის დედამ ტარანტოში მიატოვა. ჩვილი ნაგავსაყრელთან გამვლელმა შეამჩნია.  ადგილზე მისულ სამართალდამცველებს საბანში გახვეული ჩვილი დახვდა, რომელსაც ჭიპლარიც არ ჰქონდა მოჭრილი.

პოლიციამ დედა იპოვა და ახალშობილთან ერთად ახლა კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი თემები