,,ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით”- გვანცა ბუბაშვილს და სალომე ხეთაგურს კვლავ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.  ამ დრომდე ეძებენ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილი, მათი მეგობარი – ნინო კენჭაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. „ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო, მამიდა, აუცილებლად შევხვდებით…ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით …შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე… რაჭაში შეხვედრამდე მამიდა… გთხოვ, დავასრულოთ ცრემლებში დამხრჩვალი დღეები… ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა, თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ… ძალიან ტკივილიანი დღეებია, მამიდა, და იმედის მზის სხივი…

მეტი...

,,დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მისი თქმით,  ღამის ხედვის აპარატურა  მყისიერად იქნა გამოყენებული. ,,თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება. რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეა მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია,…

მეტი...

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

მეტი...

,,33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული”- რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველაძის განცხადებით, 33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია 20 გარდაცვლილის ცხედარი. ,,33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული, იდენტიფიცირებულია 20 ცხედარი. სამუშაოები მიმდინარეობს სამძებრო. გაფართოვდა ძებნის არეალი მდინარე რიონის კალაპოტზე, ამბროლაურამდეა ჩასული სამძებრო პერიმეტრი. მიმდინარეობს მიმდებარე სოფელ გლოლის წყალმომარაგების სისტემის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მეტი...

,,ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან”- პრემიერი

31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან. „31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან.გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. მისი თქმით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები, ზოგჯერ, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან. ,,დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთ ნაღმამდე. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესაზღვრეები და თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი...

საჰაერო განგაში უკრაინაში – ოდესაში აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

14 აგვისტოს, ღამით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განგაშის ზარი ისმოდა კიევის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, ქალაქში რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის გამოც, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.  

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 254 380 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 254 380 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის  ძალების დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 254 380; ​ტანკი – 4 306; ჯავშანტექნიკა – 8 354; საარტილერიო სისტემა – 5 099; სარაკეტო სისტემა – 714; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 479; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 313; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 213; საკრუიზო რაკეტები – 1 379; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 562; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 766.

მეტი...

,,ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის  წარმატებული მოსწავლე”- ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი  მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს. ,,უდიდეს ტკივილს განვიცდით. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი. ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე. უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 15 წლის გოგონა ორი დღის წინ მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.  

მეტი...

,,ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული”- რას აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი

შოვში განვითარებულ სტიქიას 23 წლის სოფო ბაკურაძე ემხსხვერპლა. მისი ცხედარი იდენტიფიცირებულია. როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, გარდაცვლილი შოვში მუშაობდა. „სოფო ბაკურაძე მუშაობდა შოვში.. იყო მარტოხელა დედა, ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში – მუშაობდა დამლაგებლად.3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასულები – ველოდებოდით დნმ-ის პასუხს.  ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული”,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი – ნახეთ სად დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურა

მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც 50°C-ზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. რეკორდულმა სიცხემ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქები ლაიუნე, სმარა და აგადირი. მაროკოს მეტეოროლოგების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მედიის ცნობით, ეს საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა ხაზს უსვამს მაროკოში კლიმატის ცვლილების შედეგებს, რაც ამძაფრებს ექსტრემალურ ამინდის პირობებს მთელს მსოფლიოში.

მეტი...

,,მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ… მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ”- გარდაცვლილის ოჯახის წევრი

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. მცირეწლოვანის დედის, მანანა ჯაჭვაძის და ბებიის,  მარინე ხორბალაძის ცხედრები მაშველებმა იპოვეს. „შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ) მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს…“ – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.    

მეტი...

თბილისში 14 წლის გოგოს ეძებენ

თბილისში 14 წლის გოგოს ეძებენ. როგორც გოგონას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ლიზი სახლიდან 11 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათივე ინფორმაციით, ბოლოს გოგონა 12 აგვისტოს, ვაგზლის მეტროს ტერიტორიაზე შენიშნეს.  

მეტი...

არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი – ზელენსკი

არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ”რუსმა ტერორისტებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იგრძნონ: ისინი განადგურდებიან”. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის. „დღეს რუსი დამპყრობლები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულებს შორის არის 22 დღის გოგონა. დაღუპულია ბავშვის დედაც. ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და…

მეტი...