,,ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში  დაახლოებით 26% დარჩა შესამოწმებელი. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი.

„თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები