„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი”- მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ”ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი იქნა ნანახი, რომელშინ მათი ინფორმაციით, სამი ადამიანი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე  სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები