,,იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით”- გოგონებს ისევ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცოტახნის წინ მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ გვანცა ბუბაშვილს და სალომე ხეთაგურს.

„ძალიან ბევრი მწერთ პირადში ყველას ვერ გიპასუხებთ და აქ დავწერ, იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით, პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა რომ სადღაც იმალებიან და ცოცხლები არიან. ისევ ვეძებთ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილს“, – წერს ოჯახის ახლობელი დეა ძამანაშვილი.

მსგავსი თემები