ტალახით დაფარული შენობები, გზები და ავტომობილები – სტიქია იტალიაში

იტალიის ქალაქი ბარდონეკია მოულოდნელად ტალახმა დაფარა.  მაღალმთიან რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ტალახით დაიფარა შენობები, გზები, ავტომობილები, დაზიანდა ხიდები.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მაშველებმა ისინი იპოვეს.  120 ადამიანს ღამის გათენება დროებით თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახმა შეაღწია.

იტალიური მედია მოულოდნელ სტიქიას ”ტალახის ნამდვილ ცუნამად” მოიხსენიებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, რომლებიც უკვე ვირუსულად გავრცელდა, ვხედავთ, როგორ გარბიან ადამიანები, ხოლო მათ უკან მოდის ნამსხვრევების ტალღა.

“გაიქეცი, წადი”, – ეუბნება ზოგიერთი მოქალაქე მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და მაშველები. ქალაქში მოქმედებს საგანგებო შტაბი.

მსგავსი თემები