,,ჩვენ ვერ შევ­ცვლით იმას, რაც უკვე მოხ­და…”- ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპია, საიდანც 20 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, ზაზა მესხს და მის სამ შვილს. მისი მეუღლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

,,რთუ­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ნი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და ეს არ აად­ვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თად მი­ღე­ბას. ად­რეც აღ­ვნიშ­ნე, რომ ზოგს უნდა მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის პოვ­ნა და მათი დას­ჯა. ჩვენ­თვის ის, რაც მოხ­და, იყო ისე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბა მთებ­ში, სა­დაც დე­და­ბუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­მო­ი­გო­ნოს.

თუკი ქმე­დე­ბა თქვენ­თვის ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბის გზაა, ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მე ვფიქ­რობ და ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა, შე­იძ­ლე­ბა იყოს მხარ­და­ჭე­რი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის მო­ბი­ლი­ზე­ბა ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა, რომ მი­ი­ღონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ეს). ამას შე­უძ­ლია წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს იმა­ში, რომ მო­მა­ვალ­ში სხვე­ბის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს. ჩვენ ვერ შევ­ცვლით იმას, რაც უკვე მოხ­და…” – წერს ზაზა მესხის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სინ­ტა დე­პონ­ტი.

მსგავსი თემები