აშშ-მა უკრაინისთვის $200 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მოგვიანებით, პენტაგონმა დააკონკრეტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის:

დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა;
TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა;
37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის;
12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.

ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით.

მსგავსი თემები