,,ვეძებ და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო”- მარიტა გუტაშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, ორ ნათესავს ამ დრომდე ეძებს.

„ჩემი და – მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარიამ მაისურაძე – ნახეთ რა ლამაზები არიან, მარიამს ვეუბნებოდი, ჩემი მოდელი ხარ-მეთქი, მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, სულ ფოტოებს ვუღებდი და იმდენი მაქვს, მიხარია. ჩემი ფოტოაპარტიც ახლა იქ გდია. კოტე მაისურაძე, რომელიც დღემდე ვერ უპოვიათ და ვეძებ, და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო. დეიდა, რომელიც დედა იყო, დედისგან ვერ ვარჩევდი – შორენა ბიჭაშვილი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სიცხეს მაძლევდა, როცა ვერ ვხედავდი, ისეთ დონეზე მიყვარს. ნატო ჭელიძე – დედას ბიძაშვილი და მისი სამი პატარა ანგელოზი, ტასოს ვეძებთ. ლუკა ნაპოვნია – ლუკა იყო ჩემი ნათლული და ოჯახში პირველი სიხარული.და ანდრია, ასეთი ბავშვი, ასეთი თმა – ოქროს ხუჭუჭა ბიჭი. არც ერთი აღარ არის, დღემდე ვეძებ კოტეს. ჩემს ტანსაცმელს დღემდე პოულობენ, ყველაფერი იქ მქონდა, მეც უნდა ავსულიყავი, დასვენება გვინდოდა“, – განუცხადა მარიტა გუტაშვილმა ”ფორმულას”.

 

მსგავსი თემები