პოლონეთში ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით,  ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მორავიეცკიმ გამოთქვა იდეა კენჭისყრის ჩატარების შესახებ, რომელიც ჩატარდება 15 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

რეფერენდუმზე მოქალაქეებს ჰკითხავენ, უჭერენ თუ არა მხარს  „ათასობით არალეგალი მიგრანტის ჩამოსვლას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან“ ევროკავშირის გადანაწილების პროგრამის ფარგლებში.

„ჩვენთვის რიგითი პოლონელების ხმა ყოველთვის გადამწყვეტია“, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერის ვიდეოში.

მსგავსი თემები