სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ,  კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამასთან, ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტი.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 8 პირი.

მსგავსი თემები