26 წლის კაცმა მეგობარი ქალი დააბა, მისი გაგუდვა სცადა, შემდეგ კი თანხა გასტაცა

სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის წამებითა და მისი დაყაჩაღებით დასრულდა. 26 წლის მამაკაცი მსხვერპლთან ნდობაში შევიდა, მასთან ნაქირავებ ბინაში რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, ბოლო ვიზიტისას კი მეგობარი ქალი წებოვანი ლენტით დააბა და სიკვდილით ემუქრებოდა.

არსებული ინფორმაციით, წამება დიღმის რაიონში მდებარე ბინაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალის სახლიდან ფული წაიღო, ბრალდებულმა თანხა დაზარალებულის ბარათებიდანაც მოხსნა და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა.

მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მამაკაცმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

მსგავსი თემები