საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დამლაგებლის გარდაცვალება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან კავშირში არ არის

საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას აკეთებს. როგორც მამა ანდრია განმარტავს, ამ ფაქტს კავშირი არ აქვს მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან.

„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“ – აცხადებს მამა ანდრია.

შეგახსენებთ, რომ თითქოს, დამლაგებელი სწორედ მეუფე შიოს ოთახს ალაგებდა და შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მოწამვლის შესაძლო ფაქტთან.

 

მსგავსი თემები