,,დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს”- პროკურორი

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავეს.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს.

,,როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამი მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ. ამის საფუძველზე წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარემ სამ პირთან მიმართებით პატიმრობა მოითხოვა. ეს სამი ადამიანი ფინანსური მენეჯერი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელი და ინდმეწარმე არიან“, – განაცხადა პროკურორმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდ.მეწარმე დააკავეს

მსგავსი თემები