ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 – ქვემო ქართლის, 4 – შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 13 – გურიის, 3 – იმერეთის, ხოლო 9 ფაქტი გამოვლენილია რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. 2023 წლის…

მეტი...

9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავე

რუსთავში 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბავშვის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა. ,,9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს,…

მეტი...

მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციამ დაიბრალოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს. ,,მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა, იმ ფონზე როდესაც ზეპირად ვიცით რასაც აკეთებენ ისინი [ოპოზიცია] როდესაც დადიან სხავდასხვა დედაქალაქებში და რას საუბრობენ იქ, როგორ გულშემატკივობენენ გულშემატკივრობენ საქართველოში სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციამ დაიბრალოს”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

ჰოლანდიის საკლასო ოთახებში, მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები იკრძალება

2024 წლის 1 იანვრიდან ჰოლანდიაში საკლასო ოთახებში აიკრძალება მობილური ტელეფონების, პლანშეტების და სმარტ საათების გამოყენება. მიზეზად გაკვეთილების დროს ყურადღების გაფანტვის შეზღუდვა სახელდება. მოწყობილობები დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სპეციალურად არის საჭირო, მაგალითად, ციფრული უნარების გაკვეთილების დროს, სამედიცინო მიზეზების გამო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ჩვენს ცხოვრებასთან არის გადაჯაჭვული, ისინი კლასს არ ეკუთვნის. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კონცენტრირება და უნდა მიეცეთ საშუალება კარგად ისწავლონ. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონები არეულობაა. ჩვენ უნდა დავიცვათ სტუდენტები ამისგან“,- განაცხადა განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა. აკრძალვა სამინისტროს, სკოლებსა და მასთან დაკავშირებულ…

მეტი...

,,ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას და ეს მათთვის საზიანოა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არასწორად იქცევა. „მე ვამჯობინებდი, რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებული მედიაც სამყაროს საქართველოს გადასახედიდან უყურებდეს. ვგულისხმობ, რომ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როცა ბელორუსშიც კი ელჩი ჰყავდათ და უკრაინის ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივად, გამოაძევა. ის ერთადერთი იყო ელჩებს შორის, რომელიც დარჩა კიევში და არ შეუშინდა რუსულ ბომბებს. მაშინ, როდესაც აშშ-ის, გერმანიის, თუ სხვა ელჩებმა…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „დილსი“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 7 თებერვალს,  ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დარღვევის ფაქტი დაადგინა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვაჭრეს ევალებოდა – 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესების, პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტის დარეგულირება, რაც არ შესრულდა. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს…

მეტი...

ხანძარი მოსკოვში, ორ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში

მოსკოვში, ორ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში ხანძარი იყო.  ძლიერი ხანძარი გაჩნდა რესტორან “პუშკინსა” და მის მეზობლად მდებარე “ტურანდოტში”. ”პუშკინი” ძვირადღირებული რესტორანია მაღალი ფასებით. რესტორნის თანამფლობელებს შორის არის პირველი რუსული ტელეარხის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე ერნსტი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, ინფორმაციას დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

მეტი...

,,თავს მშენებლებად ასაღებდნენ”- პოლონეთში ძარცვისთვის ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთში ძარცვისთვის ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველები თავს მშენებლებად ასაღებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ. მძარცველები ხშირად იცვლიდნენ იმიჯს. ბინებში შესვლის მიზნით, ისინი თავს ასაღებდნენ ყვავილების გამყიდველებად ან მშენებლებად. 37 წლის და 42 წლის ქართველები ვროცლავში, გაცვლის სადგურიდან გამოსვლისას დააკავეს. მათ მანქანაში 200 000-მდე ზლოტი და სამკაულები ჰქონდათ. ორივე მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააკავეს. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მეტი...

,,საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის წინაშე პირნათელია. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა. ,,საქართველო პირნათელი არის უკრაინის წინაშე, პირნათელი არის ახლაც, მაშინ, როდესაც ომი დაიწყო, იყო ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის საქართველო და ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლება იყო პირნათელი უკრაინის წინაშე, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა, ზურაბ ადეიშვილს იფარებდა, მაშინ, როდესაც გია ლორთქიფანიძემ რომელმაც შემოაპარა სააკაშვილი აქ, რომ ქვეყანა აერია, თქვენი…

მეტი...

,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით”- პრემიერი

,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა. ,,საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები. საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა…

მეტი...

თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ნათელია, რომ დამოუკიდებლობა და მშვიდობა აღარ არის უზრუნველი მოცემულობა – პაპუაშვილი

თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელია, რომ დამოუკიდებლობა და მშვიდობა აღარ არის უზრუნველი მოცემულობა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო კარგად აცნობიერებს მის როლს და მნიშვნელობას რეგიონში. მისი თქმით, ფრანკოფონიის სამყაროსთან საქართველოს კავშირების განმტკიცება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. „ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, ევროკავშირის და ნატოს მტკიცე პარტნიორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლს და მნიშვნელობას. ფრანკოფონიის სამყაროსთან…

მეტი...

ლვოვზე არაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 42 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის არის 3 ბავშვი. რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა 30 სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ორი შენობა ბავშვთა სახლი და სკოლა. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტი...

„ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივიწევთ და არა უკან, როგორც რუსები,”- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მომავალ კვირას ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ. „ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია, დიდი შანსია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელი ალიანსის სიმამაცე და სიძლიერე. ჩვენ ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალების, კონკრეტული საკითხების შესახებ მოწვევის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია. გვჭირდება გულწრფელობა ჩვენს ურთიერთობაში“, –…

მეტი...

სააკაშვილი თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას – თამარ ჩერგოლეიშვილი

სააკაშვილი თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან – ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, ”დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება.” ,,გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. საააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება. ეს…

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევები გეგმის მიხედვით მიდის – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ კონტრშეტევა ისე მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო. „მე განვახორციელე სატელეფონო საუბარი გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან. ვაცნობე წინა ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარება. უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. ვითარება გეგმის მიხედვით ვითარდება, ინიციატივა ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზალუჟნიმ. ზალუჟნიიმ ასევე მადლობა გადაუხადა მილის უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის. „ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი საჭიროებები იარაღისა და საბრძოლო მასალის თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიის რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლების გასაგრძელებლად“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მეტი...

საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს – პრეზიდენტი

გლობალიზებულ, მაგრამ კონფლიქტებითა და ძალადობით გაჟღენთილ დაუწყნარებელ სამყაროში, კულტურების მრავალფეროვნება და მათ შორის დიალოგი უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებისთვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს. „თქვენ სტუმრობთ საქართველოს თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპისკენ მტკიცე მსვლელობისას; მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ამ წლის ბოლოს ველოდებით, კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს…

მეტი...

,,არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს კადიროვი კრემლისკენ გაემართება მარშით”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ უნდა გაგვიკვიდეს, თუ ერთ დღეს  პრიგოჟინი ან კადიროვი – პირდაპირ კრემლისკენ გაემართება მარშით. მისი თქმით, პუტინი იმდენად სუსტია, რომ რუსეთის რეგიონებსაც კი ვერ იცავს საკუთარი ბოევიკებისგან. ,,რუსეთის მეთაური უკვე იმდენად სუსტია, რომ რუსეთის რეგიონებსაც კი ვერ იცავს საკუთარი ბოევიკებისგან და თუ ერთ დღეს ვინმე – პრიგოჟინი ან, მაგალითად, კადიროვი – პირდაპირ კრემლისკენ გაემართება მარშით, არ უნდა გაგიკვირდეთ. რუსული საბრძოლო მზადყოფნის ყველა ნარჩენი ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებშია და მათ, ვინც რუსეთში ამ რეჟიმის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, არანაირი მოტივაცია არ აქვს. ამიტომ, ახლა მხოლოდ ერთობლივი…

მეტი...