,,კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ”- გაიაშვილი ჭყონიაზე

ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი თემურ ჭყონიას შვილის, სოფო ჭყონიას განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, სამარცხვინოა კოკა-კოლის წარმოება და ჩვენი ბავშვების მოწამვლა.

,,ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსის, ჩვენი ბავშვების მოწამვლა… მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია, ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამც თუ კოკა-კოლა და კოკა-კოლის რეკლამით იყვნენ დაკავებული. მე მათ მინდა ვუთხრა, მიხედონ მათ თავის საქმეს, მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობდნენ თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ისევე ქვეყანაზე, და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ,”- განაცხადა გაიაშვილმა ”იმედის” ეთერში.

სოფო ჭყონიამ Georgian Aairways-ი მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტული რეისების დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

მსგავსი თემები