,,დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო”- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners პირველ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურის მიერ განცხადების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე,  ბაჩიაშვილის იურიდიულმა ჯგუფმა Amsterdam & Partners LLP დაგმო საქმის არასერიოზული ხასიათი.

„ჩვენს ფირმას აქვს პრივილეგია იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველი და ჩვენ ვაპირებთ  ვიმოქმედოთ მისი უფლებებისა და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინაშე“, – განაცხადა რობერტ ამსტერდამმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრლადებები უხერხულია ქვეყნისთვის.

,,ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ამ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე ან სერიოზულ გამოძიებაზე და ნაცვლად ამისა, ბრალდება, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური დევნის შედეგი. გიორგი ბაჩიაშვილი არის უნაკლო რეპუტაციისა და ძალიან წარმატებული მეწარმე, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო აპარატი კი ბოროტად გამოიყენება, როგორც ქურდობის ინსტრუმენტი. ეს ბრალდებები არის უხერხული ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ყველა არსებული საშუალებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები