„რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი თავს იცავს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ის მიერ უკრაინის მორიგ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს შეიარაღება ომში მყოფ ქვეყანას თავის დასაცავად სჭირდება. საუბარია კასეტურ შეიარაღებაზე, რომელიც უკრაინამ აშშ-დან მიიღო.

„ზოგიერთმა მოკავშირემ ხელი მოაწერა კონვენციას კასეტურ შეიარაღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მოკავშირეს კი, ამ კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი… უკრაინა სასტიკი ომის წინაშეა.  ეს სისასტიკე ყოველდღიურად აისახება იმაში, რომ ყოველდღიურად ვხედავთ მსხვერპლს და იმაში რომ კასეტურ შეიარაღებას ორივე მხარე იყენებს. რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი, მათ თავის დასაცავად იყენებს“ – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები