ხანძარი მოხუცთა თავშესაფარში – დაიღუპა 6 და დაშავდა 80

პარასკევს დილით მილანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი მცხოვრები დაიღუპა, ხოლო 80 დაშავდა.

მეხანძრეების თქმით, ხანძარი დაახლოებით 01:30 საათზე გაჩნდა, სავარაუდოდ, ორი ქალის ოთახში, რომლებიც დაღუპულებს შორის არიან. გარდაცვლილია ასევე სამი ქალი და ერთი მამაკაცი.

დაშავებულებს შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების უმეტესობა კი კვამლის ჩასუნთქვის გამო მკურნალობს.

იტალიის ეროვნული მეხანძრეების კორპუსის სპიკერმა ლუკა კარიმ განაცხადა, რომ მეხანძრეები იკვლევენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს.

მსგავსი თემები