გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია.

მისი თქმით,  კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის მონაწილე გერმანია აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგება.

ანალენა ბერბოკმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს მსგავსი ტიპის შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის.

მსგავსი თემები