მეუფეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მეუფის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. საუბარია დარიშხანით მოწამვლის ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო“ – განმარტავენ შსს-ში.

 

მსგავსი თემები