რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. იერიშის  შედეგად ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

,,S-300 ჭურვები მრავალათასიან ქალაქში ინფრასტრუქტურულ ობიექტს შუა დღის განმავლობაში მოხვდა. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ”, – წერს მალაშკო.

მსგავსი თემები