პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს და განმარტებებს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 3 ივლისის კენჭისყრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს და დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

მსგავსი თემები