სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს.  ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

,,აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს”,- განაცხადა ბატიშვილმა.

 

მსგავსი თემები