,,2017 წელთან შედარებით, 70%-ით უკან ვართ”- შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 15%-ით არის შემცირებული.

,,თბილისის მასშტაბით სასტუმროებთან დაკავშირებით კვლევა ჩავატარეთ და წინა წელთან შედარებით, პირველ ექვს თვეში, საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით არის შემცირებული. დატვირთულობის კოეფიციენტი 15%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება კომპანიების მოგებას, 18%-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით, ხოლო 2016-2017-2018 წლებთან შედარებით 70%-ით უკან ვართ. სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. კვლევა საშუალო სეგმენტზე ჩატარდა, 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებზე. კვლევაში მონაწილეობა 30 სასტუმრომ მიიღო, ძირითადათ არაბრენდულმა სასტუმროებმა. სტატისტიკის მიერ დადებული ციფრები, რომელიც პირველ კვარტალში დაიდო, აბსულუტურად აბსურდულია, არაამქვეყნიურია. როგორ ითვლება არ ვიცი, თუმცა პირველი სამი თვის ციფრები არარეალურია ჩვენთვის. სასტუმროების სექტორში ეს თანხები არ მოსულა. ჩვენი აზრით, ეს ძირითადი მატება არის არა ტურისტების, არამედ მიგრანტების მატება,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

 

,,სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული”- შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები