,,ჯერ არ გვითხოვია გამოძიება”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მისივე თქმით, უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„თავად დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება. თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი. ყველაფერი, რაც შეიძლება, ვილაპარაკო პრივატულად, საჯაროდაც ვთქვი. ამ თემაზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა, ამის იქით მეტი არაფერია საძიებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანია, მუშაობს, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები