ბალტიისპირა ქვეყნებიდან ჯავშნები რუსეთის მოქალაქეების სიჭარბის გამო გააუქმეს – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურისტულ სეზონზე ისაუბრა. მისი თქმით, ბალტიისპირა ქვეყნებიდან ჯავშნები რუსეთის მოქალაქეების სიჭარბის გამო გააუქმეს.

,,წინა წელთან შედარებით მატება არ იგრძნობა. ამას დაემატა ისიც, რომ გალფის ქვეყნებიდან ბევრი ადამიანი თურქეთში გადავიდა. ჩვენ თურქეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევთ. ამასთან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა რუსეთიდან ფრენების აღდგენის შესახებ, ფასები 30-40%-ით გაიზარდა ბათუმში. თანაც, ეს ჯავშნების მიღების პერიოდი იყო. გალფის ქვეყნები ცდილობდნენ დაეჯავშნათ, თუმცა გაზრდილი ფასების გამო უმრავლესობამ თქვა უარი. შარშანდელის მსგავსი, დიდი ნაკადების შემოსვლა და მოთხოვნა გალფის ქვეყნებიდან აღარ არის. ბალტიისპირა ქვეყნები გასულ წელს აქტიურად ჯავშნიდნენ ბათუმში, წელს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა და ნახეს, რომ აქ ძალიან ბევრი რუსია, არ ესიამოვნათ და და ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ახალი ჯავშნებიც ნაწილობრივ არ შემოდის, რაც საწყენია,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

,,სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული”- შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები