,,უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით საქართველო ზარალდება. მისი თქმით, ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს  ქართველი ხალხის მიმართ.

,,უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება. დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს  ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მოითხოვა საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატეოვებინა უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

მსგავსი თემები