ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ტიკარაძემ დაუდასტურა.

2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2022 წლის მარტში ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მსგავსი თემები