მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე – იენს სტოლტენბერგი

ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოში მყოფი თავისი ძალები.

,,ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში არის და წინა სამიტზეც გავიმეორეთ, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გარე ჩარევის გარეშე  გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოში მყოფი თავისი ძალები და დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მილიტარიზება,”- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები