ბათუმის ზღვაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

16 წლის მოზარდის ცხედარი ნაპოვნია. ლუკა აბულაძე ზღვაში რამდენიმე დღის უკან გაუჩინარდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.

ლუკა აბულაძე ზღვაზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. ოთხი მოზარდი ე.წ. საცურაო ბანანით შეიყვანეს ზღვაში. ზღვიდან სამი ნაპირზე დაბრუნდა, ერთი კი დაიკარგა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ მოზარდის უმწეო მდგომარეობაში მიტოვება ედებათ ბრალად.

ცხედრის პოვნა კი მაშველების დახმარებით მოხერხდა.

 

მსგავსი თემები