,,ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ”- მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესახებ სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერ უარყოფს.

მისი თქმით, მეუფე შიოსთან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

„არაფერი ვიცი. ვერაფერს ვამბობ, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად სარწმუნო ამბავი არ მაქვს. მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი. ყველა ამბობს, გვაქვს ინფორმაციაო და საიდან აქვთ. მაგალითად, მე მევალება, მქონდეს ინფორმაცია და ვერ ვახერხებ და ვინ საიდან იცის, რა იცის. გუშინ საღამოს დამირეკა „მთავარმა არხმა“, მკითხა და ვუთხარი, პირველად მესმის თქვენგან-მეთქი. მერე ვცადე მეუფესთან დაკავშირება, დავურეკე, მივწერე კიდეც და არ მიპასუხა. ალბათ, აკლებულია და გადადებული აქვს ტელეფონი. ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა, მაგრამ არა, არაფერი ვიცი. დიდი ხანია, არ მინახავს, მგონი, აღდგომის შემდეგ. როგორც კი შეძლებს, ალბათ შემოგვეხმიანება და გაგვაგებინებს. სხვათა შორის, ახლა სვეტიცხოვლობა მოდის და იმედია, შევხვდებით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

მსგავსი თემები