„ნუ აყვებით ჭორებს“ – მეუფე გრიგოლი მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე შეფასებას მეუფე გრიგოლი აკეთებს და ამბობს, რომ ეს ზღაპარია. არადა, ამ თემაზე განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა და დაადასტურეს, რომ მეუფე შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.

„რაც ტელევიზიებიდან გვესმის, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. რაც არ ვიცი იმაზე შეფასებები როგორ უნდა გავაკეთო?! ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ! ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარია და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეუფე შიოს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს, სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს. თუ ვინმეს ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში, თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას. მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არავითარ ჭორებს”, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე შიო ამჯერად თავს კარგად გრძნობს, თუმცა, მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები.

 

მსგავსი თემები