,,დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს”- სამხარაძე

,,ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

მისი თქმით, ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება.

„ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი „ნაცებს“ და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! ამერიკული კანონის გარუსება რომ გამოუვიდათ, ჰგონიათ კიდევ მოატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოგართვით! ხალხმა იცის, რომ „ნაცების“, მანქურთების და გლობალური ომის პარტიის ინტერესია საქართველომ სტატუსი რომ არ მიიღოს და ამათ მოსთხოვენ მკაცრად პასუხს! რასაც „ქართულ ოცნებას“ უმზადებდნენ, კანდიდატობის არმიღების შემთხვევაში, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ახლა ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება!” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

მსგავსი თემები