,,ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას”- ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებს შეხვედრებს და 150, 160 სოფელსა და რაიონის ნაცვლად, 240-ში ჩავა.

„ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

,,ქვებს ისვრიან, დაახიეს ყველაფერი ადამიანებს, ფიზიკურად უსწორდებიან”- ვითარება საგარეჯოში

მსგავსი თემები