5კგ ოქროს ზოდები, დიდი ოდენობით თანხა, პარიკები – რა აღმოაჩინეს პრიგოჟინის სახლში?

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთი, პარიკები, ოქროს ზოდები, ურო და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

მედიის ცნობით, პრიგოჟინი ასევე ინახავდა მოწყობილობებს მისი გარეგნობის შესაცვლელად და ყალბ პასპორტებს.

ამასთან,  სახლში  ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა და  დაახლოებით 5კგ ოქროს ზოდები.

მსგავსი თემები