,,სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები”- მამა ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე, მამა ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მეუფე შიოს მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია.

,,სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. სხვა დაზუსტებით, რაიმეს თქმა დღეისათვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია, ყველა პროცესში ჩართულია. ეჭვების და ვარაუდების არ მგონია მიზანშეწონილი იყოს. უნდა დავაკვირდეთ, შემდგომი კვლევა რას მოგვცემს. მთავარია, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ერთია, შეიძლება, იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა,”- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

მსგავსი თემები