,,შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში”- არახამია კობახიძეს

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ირაკლი კობახიძეს პასუხობს. მისი თქმით, კობახიძის მსგავსი კოლაბორანტების დამსახურებით  სახლი სამშობლოში.

,,პასუხი კობახიძეს-შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ. შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ,”- წერს არახამია.

,,არახამიას არ აქვს სამშობლო – ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული”- ირაკლი კობახიძე

 

მსგავსი თემები