ბაჩიაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მას უთვალთვალებენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მოკლე განცხადება გააკეთა და მოსამართლეს მიმართა რომ მას  უთვალთვალებენ.

ბაჩიაშვილის თქმით, დაახლოებით სამი კვირაა მას დაბურულშუშებიანი მანქანები დაყვებიან, რომლებიც იცვლებიან. მან მოსამართლეს ასევე მიმართა, რომ მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფორნდის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიას უახლოეს წევრს ბიძინა ივანიშვილისთვის 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინების მოპარვას ედავებიან.

 

მსგავსი თემები